სპორტი
რა ანგარიშით განადგურდა ჟალგირისი დინამოსთან მოგების შემდეგ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ დამარცხების შემდეგ, ლიეტუვური „ჟალგირისი“ მორიგ შეხვედრაში მძიმე მარცხს გადაეყარა.
ვილნიუსურმა კლუბმა „ჰაიდუკ სპლიტს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა, რითაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაირთულა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 აგვისტოს, ხორვატიაში გაიმართება, სადაც „ჟალგირისი“ სამი ბურთის ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.